მარლონ ვერა
Aa
Aa

მძარცველი იარაღით მოიგერია - მარლონ ვერას ინციდენტი

UFC-ის ეკვადორელ მებრძოლ მარლონ ვერას სერიოზული ინციდენტი შეემთხვა, რომლის დროსაც მოხერხებულობა თავად გამოიჩინა და ვითარება სამართალდამცავების ჩარევის გარეშე განმუხტა. სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი ერთ-ერთ მაღაზიასთან საკუთარ ავტომობილს აკეთებდა, როდესაც დაინახა, რომ მისკენ ნიღბიანი, დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი დაიძრა. ამ ყველაფერზე ვერამ მყისიერი რეაგირება მოახდინა - მანქანიდან სანადირო თოფი აიღო და თავდამსხმელს დაუმიზნა, რამაც ეს უკანასკნელი ძალიან შეაშინა და მაშინვე გაიქცა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ბუნებრივია აღიძრა და პოტენციური მძარცველი, ან მკვლელი იქვე დაყენებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მას სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული და შესაბამისად „ჩიტომაც“ ვერ იცნო, საქმის გახსნა და ბოროტმოქმედის დაპატიმრება ადვილი ნამდვილად ვერ იქნება.

შეგახსენებთ, რომ მარლონ ვერა ოქტაგონზე უკანასკნელად 2024 წლის აგვისტოში გავიდა და დეივისონ ფიგერედოსთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მომდევნო ორთაბრძოლას კი 3 მაისს, კიდევ ერთ ბრაზილიელთან, მარიო ბაუტისთან ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტექნიკური ნოკაუტით დასრულდება - ვოლკანოვსკის პროგნოზი
ტექნიკური ნოკაუტით დასრულდება - ვოლკანოვსკის პროგნოზი