ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: ლა ლიგა? რატომაც არა, მე ყველა შემოთავაზებისთვის მზად ვარ

ჩავი ამბობს, რომ მზადაა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს. ამის შესახებ ესპანელმა სპეციალისტმა France Football-თან ინტერვიუში განაცხადა.

„კონკრეტიკა არ მაქვს. მაგრამ მე ღია ვარ. რატომ არ უნდა გავხდე ლა ლიგის სხვა გუნდის მწვრთნელი? ვეძებ საინტერესო პროექტს, მაქვს ამბიციები მოვიგო თასები. ეს არის მთავარი მიზანი. სხვადასხვა წინადადებებს მოვისმენ, შემდეგ კი ვნახოთ.

მსიამოვნებს სხვადასხვა გუნდის თამაშების ყურება. პეპ გუარდიოლა და მანჩესტერ სიტი, არნე სლოტი და ლივერპული, კომპანის ბაიერნი და ასევე ჩემპიონატები კატარში, საუდის არაბეთსა და პორტუგალიაში.

მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა თამაშისგან სიამოვნება მიიღონ, ითამაშონ ფეხბურთი, რომელიც მიმზიდველია გულშემატკივრებისთვის და სეზონის ბოლოს თასებსაც მოვიგებთ.

ჩემი მიზანი? მინდა მოვიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი..."

- განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესმა „ბარსელონა“ გასული სეზონის ბოლოს დატოვა. ზაფხულიდან კი „ბლაუგრანას“ ჰანსი ფლიკი ხელმძღვანელობს.

ჩავისთან ერთად „ბარსამ“ 2.5 წელში ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერ თასის მოგება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ნეაპოლში ეს სიყვარული არ უგრძნია | ჯემაილიმ ხვიჩაზე ისაუბრა
კვარას ნეაპოლში ეს სიყვარული არ უგრძნია | ჯემაილიმ ხვიჩაზე ისაუბრა