ჯანი ინფანტინო, დონალდ ტრამპი
Aa
Aa

ტრამპი 2026 წლის მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტს უხელმძღვანელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას გააკონტროლებს.

მისი განკარგულების თანახმად, სამუშაო ჯგუფმა უნდა - „აჩვენოს ერის სიამაყე და სტუმართმოყვარეობა, ეკონომიკური ზრდისა და ტურიზმის ხელშეწყობისას“.

კომიტეტს აშშ-ის პრეზიდენტი პირადად უხელმძღვანელებს.

„ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია ასეთი ტურნირის მასპინძლობა. ვფიქრობ, ეს მას კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის. დაძაბულობა კარგია“.

- თქვა ტრამპმა CNN-თან საუბრისას.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო თეთრ სახლს ეწვია და დონალდ ტრამპს შეხვდა.

ინფანტინომ აშშ-ის პრეზიდენტს 2025 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასი გადასცა, რომელიც 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით აშშ-ში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ეს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, რომელშიც მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მკრეხელობაა! ის კვარას ვერ შეცვლის“ - ფედელე ნაპოლის აკრიტიკებს
„ეს მკრეხელობაა! ის კვარას ვერ შეცვლის“ - ფედელე ნაპოლის აკრიტიკებს