ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

მთავარი შეცდომა სწორედ ეს იყო - ჩავი ბარსელონურ კარიერაზე

გასული სეზონი „ბარსელონას“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური გამოდგა, რამაც სამწვრთნელო საქმეზეც ნათლად იმოქმედა. შუა სეზონის დროს ჩავი ერნანდესმა საჯაროდ განაცხადა, რომ როგორი შედეგითაც არ უნდა დაესრულებინათ ესპანეთის ლა ლიგა, ივნისში თანამდებობას დატოვებდა. ამის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მაქსიმალურად მოინდომა და მთავარი მწვრთნელი დარჩენაზე დაიყოლია, თუმცა მოგვიანებით მათ შორის იმდენად დაიძაბა ურთიერთობა, ჩავი ლაპორტამ თავად გაანთავისუფლა.

ერნანდესმა მწვრთნელის ამპლუაში ბლაუგრანას ესპანეთის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერ თასი მოაგებინა, რის გამოც მისი მუშაობა ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა ბოლო პერიოდში მას აშკარად უჭირდა დადებითი შედეგების ჩვენება, რის მიზეზებზეც ჩავიმ ახლახანს დეტალურად ისაუბრა.

ჩავი ერნანდესი

ვფიქრობ მთავარი და ასე ვთქვათ მენეჯერული ხასიათის შეცდომები მე დავუშვი - სერხიო ბუსკეტსის წასვლამ მაიძულა სათამაშო სქემაში ბევრი რამ შემეცვალა. კერძოდ კი, ნახევარდაცვაში სამი შემტევი ტიპის ფეხბურთელით ასპარეზობას ვამჯობინებდი, რაც ყოველთვის საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არ იყო.

არის მეორე მხარეც - ძალიან კარგად მახსენდება ჩემი სამწვრთნელო შტაბის წევრები და მათთან მუშაობა სასიამოვნო პერიოდი გახლდათ. კლუბი ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროებას განიცდიდა არსებობის ისტორიაში, ალბათ იმაზე რთულს, ვიდრე დაარსების პირველ წლებში ჰქონდა. ალბათ ზოგჯერ ზედმეტად ემოციურიც ვიყავი, რამაც შედეგებზეც უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ უსაზღვრო სიყვარულით იყო განპირობებული, რაც „ბარსელონასთან“ მაკავშირებს.

საუბრის ბოლოს ჩავი ერნანდესმა „ბარსაში“ თავის ფეხბურთელობის პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ფორმაციის „ბლაუგრანა“ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდი თუ არ იყო, ხუთეულში მაინც შედიოდა, რადგან ლურჯ-ბროწეულისფერების ღირსებას ყველა დროის ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ლიონელ მესი და ესპანური ფეხბურთის საუკეთესო თაობის წარმომადგენლები იცავდნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
იამალი პოპულარობაზე: ნორმალური ცხოვრება აღარ მაქვს
იამალი პოპულარობაზე: ნორმალური ცხოვრება აღარ მაქვს