თორნიკე ჯალაღონია
Aa
Aa

დრამატული გამარჯვება - ჯალაღონია პროვანსს ლელოთი დაეხმარა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის XXIII ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორი მოლოდინიც ორივე გუნდის გულშემატკივარს ჰქონდა. TOP 14-ის საგზურისთვის მებრძოლმა „პროვანსმა“ საკუთარ სტადიონზე „კოლომიეს“ უმასპინძლა, მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 24:23 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პოზიციები განიმტკიცა.

მასპინძლების გამარჯვებაში უდიდესი როლი მიუძღვის თორნიკე ჯალაღონიას - საქართველოს ნაკრების 26 წლის მორაგბე „პროვანსის“ სასტარტო თხუთმეტეულში იყო და მეორე ტაიმის დასაწყისში, 51-ე წუთზე სტუმართა ჩათვლის მოედანი აიღო. ჯალაღონიასთვის მიმდინარე სეზონში ეს რიგით მეორე ლელო გახლდათ, თავისი გუნდის რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 12 ძირითადში დაიწყო და საერთო ჯამში მოედანზე 850 წუთი აქვს გატარებული.

როგორც უკვე მოგახსენეთ, პროვანსელები უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის იბრძვიან და 67 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში ჯალაღონია და მისი თანაგუნდელები 28 მარტს, სტუმრად „ვალანს რომანს“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი მატჩი 40-მდე - ბორჯღალოსნების შთამბეჭდავი გზა
ერთი მატჩი 40-მდე - ბორჯღალოსნების შთამბეჭდავი გზა