ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩას სახეზე როგორც იქნა ღიმილი დაბრუნდა და ამის მიზეზი ვიცი...“

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო კაზოლინი RSI-სთან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას ახსენებს და „ნაპოლიში“ მის მდგომარეობას აღწერს.

კაზოლინი კვარას პსჟ-ში გადასვლას ლოგიკურ და სწორ ნაბიჯს უწოდებს.

„რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც იქნა ქართველი შემტევის სახეზე ღიმილი კვლავ დავინახე. ნაპოლიში ის დეპრესიაში იყო. რა თქმა უნდა, ეკონომიკურ საკითხსაც თავისი წონა და მნიშვნელობა აქვს. ხვიჩამ 1.2 მილიონიდან 9 მილიონამდე ნახტომი გააკეთა. ფულს ბედნიერება არ მოაქვს, მაგრამ ამასთან მაინც ახლოსაა.

გარდა ამისა, კვარაცხელიას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ვგულისხმობ ნეაპოლის ქუჩებში არსებულ ზეწოლას, რომელიც პარიზში აშკარად ნაკლებადაა.

მახსოვს, რომ როდესაც ბლერიმ ჯემაილი და ვალონ ბეჰრამი ქალაქის ცენტრში სასეირნოდ გავიდნენ, მათ უამრავი ნეაპოლელი ქომაგი დახვდათ და ბევრი განსხვავებული რამ მოსთხოვეს. მაისურები, შორტები, ხელმოწერა, მომავალ მატჩებში დაფიქსირებული შედეგები და ა.შ.

მე ვიყავი ნეაპოლში და ბევრ რამეს ვხედავდი. ფეხბურთელები, რომლებიც სასადილოდაც კი ვერ გადიოდნენ. მათთვის კინოში წასვლაც კი რთული იყო. აქ ცხოვრება რთულია, ყველგან, მათ შორის მოედანზეც“.

- განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.

პარიზელებს კვარაცხელიას ტრანსფერი დაახლოებით 80 მილიონ ევრომდე დაუჯდათ. ხვიჩა კი ბონუსების ჩათვლით წლიურად 11 მილიონ ევრომდე გამომუშავებას შეძლებს.

მსგავსი სიახლეები