ვასილ ლობჟანიძე
Aa
Aa

ლობჟანიძის ლელო - ოიონამ მონტობანი დაამარცხა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ქართველი მორაგბეების ნაწილი დროებით ისევ საკუთარ კლუბებს შეუერთდა და საფრანგეთის მეორე დივიზიონის XXIII ტურში რამდენიმე მათგანმა გულშემატკივარს თავი კარგი თამაშით დაამახსოვრა. მათ შორის იყო ვასილ ლობჟანიძე, რომელიც „ოიონას“ საკუთარ სტადიონზე „მონტობანთან“ (39:7) გამარჯვებაში დაეხმარა.

28 წლის ქართველი მორაგბე მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში იყო, 68 წუთი ითამაშა და სტუმართა ჩათვლის მოედანი მე-14 წუთზე წუთზე ეფექტური ლელოთი აიღო. შეხვედრაში მონაწილეობა კიდევ ორმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო - „მონტობანის“ ძირითადში ვახტანგ ჯინჭარაძე გახლდათ, ხოლო ლუკა აზარიაშვილი თამაშში ცვლილებაზე ჩაერთო.

23 ტურში დაგროვებული 50 ქულით „ოიონა“ სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა და მეხუთე პოზიციაზე მყოფ „მონტობანს“ 12 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნინიაშვილი: „უცნაურია, ფინალი ესპანეთთან გველის“
ნინიაშვილი: „უცნაურია, ფინალი ესპანეთთან გველის“