ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

წონა ჩაბარებულია | პერეირამ და ანკალაევმა ერთნაირი წონა დააფიქსირეს

UFC-ის მომდევნო ღონისძიება მოახლოებულ უქმეებზე გაიმართება და ალექს პერეირა ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს. მისი მეტოქე მაგომედ ანკალაევი გახლავთ და MMA-ის მოყვარულები ძალიან საინტერესო ორთაბრძოლის მოლოდინში არიან.

დღეს, აწონვების ცერემონია გაიმართა და მთავარი მოვლენის მონაწილეებმა ერთნაირი წონა დააფიქსირეს - 92.9 კილოგრამი. პერეირასა და ანკალაევის გარდა, ფეიერვერკები გველოდება ჯასტინ გეიჯისა და რაფაელ ფიზიევის ჩხუბში, რომლებიც ერთნაირი წონა არიან - 70.7.

ჯეილენ ტერნერსა და იგნასიო ბაჰამონდესს შორის მცირე განსხვავებაა. ეს უკანასკნელი 70.7 კილოგრამს იწონის, ტერნერი - 70-ს. ბობი გრინმა და მაურისიო რუფიმ ერთნაირი შედეგი დააფიქსირეს - 70.5.

ცნობისთვის, პერეირა ქვემძიმე წონის ჩემპიონი 2023 წლის ნოემბერში გახდა და მას შემდეგ ტიტული სამჯერ - ჯამაჰალ ჰილთან, ირჟი პროხაზკასთან და ხალილ რანთრისთან დაიცვა. ანკალაევს რაც შეეხება, მას 2018 წლიდან არ წაუგია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Leparisien: რენთან ლუის ენრიკე ლიდერებს დაასვენებს
Leparisien: რენთან ლუის ენრიკე ლიდერებს დაასვენებს