„ჩემი იდეალური წონა 102 კილოგრამია“ - რომელუ ლუკაკუ
„ნაპოლის“ ცენტრფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ Corriere dello Sport-სთან ინტერვიუში საკუთარ წონაზე ისაუბრა. ბელგიელის თქმით, მისი იდეალური წონა 100 კილოგრამს აღემატება.
რა თქვა ლუკაკუმ:
„ინტერში“ 101 კილოგრამს ვიწონიდი, აქ, „ნაპოლიში“ – 99-ს, თუმცა ჩემი იდეალური წონა 102 კილოგრამია. დილაობით არასოდეს ვჭამ და მკაცრ დიეტას ვიცავ.
ინგლისში არასწორად აღმიქვამდნენ. ზარმაცად მთვლიდნენ, მე კი არასოდეს მქონია რეაგირება კრიტიკაზე. ძალიან ცოტას ვლაპარაკობ. მოედანზე ჩემს საქმეს ვაკეთებ, შემდეგ კი სახლში, შვილებთან ვბრუნდები.
იტალიაში ჩემ შესახებ სრულიად განსხვავებული აზრია. აქ მშრომელ ფეხბურთელად მიცნობენ“.
შეგახსენებთ, ლუკაკუ „ნაპოლიში“ გასული წლის ზაფხულში „ჩელსიდან“ გადავიდა. მანამდე ის „ინტერსა“ და „რომაში“ თამაშობდა, ინგლისში კი „ევერტონის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა.
მიმდინარე სეზონში ბელგიელი ფორვარდის ანგარიშზე 27 მატჩში 9 გოლი და 8 საგოლე პასია.