კარლო ანჩელოტი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ანჩელოტი თუ ალონსო? | რას წერს The Athletic-ი რეალის გეგმებზე

„ლევერკუზენის“ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს მადრიდის „რეალს“ დიდი ხანია უკავშირებენ. ცნობილი უცხოური გამოცემები წერენ, რომ „ბლანკოსის“ ხელმძღვანელები ალონსოს დანიშვნის პერსპექტივით მოხიბლული არიან და ამ საკითხს The Athletic -ი გამოეხმაურა.

ბრიტანულმა გამოცემამ, „რეალში“ მომუშავე წყაროზე დაყრდნობით, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. The Athletic-ის მიხედვით, „სამეფო კლუბის“ მოქმედ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის გუნდში დარჩენა სურს და ბევრი რამ მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული. თუ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა ან ლა ლიგა მოიგო, იტალიელი სპეციალისტის მომავალს, მოკლე პერსპექტივაში, საფრთხე არ ემუქრება.

თუმცა, The Athletic-ი „რეალის“ ხელმძღვანელთა პოზიციასაც გვიზიარებს. ისინი თვლიან, რომ ალონსოს, თავისი თანამედროვე და დინამიკური სათამაშო სტილით, შეუძლია, ამჟამინდელი შემადგენლობისგან ბევრად მეტი მიიღოს. საბოლოო გადაწყვეტილება, კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა უნდა მიიღოს, რომელსაც არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ლა ლიგაში, „რეალს“ 54 ქულა აქვს და „ბარსელონას“ სამი, ხოლო „ატლეტიკოს“ ორი ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „ბლანკოსი“ „ატლეტიკოს“ ხვდება და პირველი შეხვედრა 2:1 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Footmercato: კვარამ გვაჩვენა, რომ რაღაც განსაკუთრებული მართლაც აქვს
Footmercato: კვარამ გვაჩვენა, რომ რაღაც განსაკუთრებული მართლაც აქვს