პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

ეს ტრაგედია არ იქნება - გუარდიოლა ოთხეულში მოხვედრაზე

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პეპ გუარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში მიმდინარე სეზონი ყველაზე ცუდია - „მანჩესტერ სიტის“ აშკარა ჩავარდნა აქვს და სიტუაციის გამოსწორებას კატალონიელი სპეციალისტი ჯერჯერობით ვერ ახერხებს. რამდენიმე თვის წინანდელთან შედარებით განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ „ქალაქელები“ სუსტ გუნდებთან ქულებს ისე ხშირად აღარ კარგავენ, თუმცა გრანდებთან დადებითი შედეგის ჩვენება კვლავაც რომ უჭირთ, ამაზე ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის „რეალთან“, ინგლისის პრემიერ ლიგაში კი „ლივერპულთან“ განცდილი მარცხებიც მეტყველებს.

პეპ გუარდიოლა

ისეთ გრანდებში, როგორიც „მანჩესტერ სიტია“, ზეწოლა მუდამ უდიდესია. ჩვენ გვსურს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, თუმცა თუ ამის გაკეთებას ვერ მოვახერხებთ, სამყაროს დასასრული ნამდვილად არ იქნება. ეს მხოლოდ იმის მომასწავლებელი უნდა იყოს, რომ სხვებმა საკუთარი საქმე ჩვენზე უკეთ შეასრულეს. „მანჩესტერ სიტის“ ახლანდელი სატურნირო მდგომარეობა იდეალური არ არის, თუმცა არც ცუდია. მთავარია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

27 ტურის შემდეგ დაგროვებული 47 ქულით „სიტი“ მეოთხე ადგილზეა. დარჩენილ ტურებში გუარდიოლას მომზადებული გუნდი სტუმრად „ნოტინგემთან“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „ევერტონთან“ და „საუთჰემპტონთან“ ითამაშებს, საკუთარ სტადიონზე კი, „ბრაიტონს“, „ლესტერს“, „კრისტალ პალასს“, „ასტონ ვილასა“ და „ვულვზს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი საკადრო წმენდა - გუარდიოლას და სიტის გეგმები
დიდი საკადრო წმენდა - გუარდიოლას და სიტის გეგმები