ევლოევი: „ჩემთან ბრძოლას არავინ თანხმდება“
მოვსარ ევლოევი ქვემსუბუქ წონაში დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა ილია თოფურიასთან დაპირისპირებას, მაგრამ ქართველმა „ელ მატადორმა“ დივიზიონი ისე შეიცვალა, რუსმა ოცნება ვერ აიხდინა. ევლოევი წარმოშობით ინგუშეთიდან არის, რომელიც შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში რუსეთის სახელით ჩხუბობს და ჯერჯერობით დაუმარცხებელია. შეკითხვაზე, თუ ვისთან იგეგმება მისი მომდევნო ორთაბრძოლის ჩანიშვნა, 31 წლის მებრძოლმა მოკლე პასუხი გასცა.
რას ამბობს ევლოევი
ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ UFC-ის ხელმძღვანელები ჩემთან და ჩემს მომდევნო მოწინააღმდეგესთან დაკავშირებით. თითქოს იგეგმება, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესს შორის გამარჯვებულს საჩემპიონო ქამრისთვის უნდა დავუპირისპირდე. თუმცა, რეალობა იცით როგორია? მას შემდეგ, როდესაც ალჯამეინ სტერლინგი დავამარცხე, სიახლეებს ველოდები, მაგრამ ჩემთან ბრძოლას არავინ არ თანხმდება.
როგორც თავად აღნიშნავს, ევლოევი ბოლოს ოქტაგონზე 2024 წელს გავიდა ალჯამეინ სტერლინგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მის დაუმარცხებელ კარიერას ჩრდილს აყენებს ის ფაქტი, რომ აბსოლუტურად ყველა ბრძოლა არბიტრების გადაწყვეტილებით აქვს მოგებული და არც ერთი მოწინააღმდეგე არ დაუფინიშებია.