სერჟიო კონსეისაუ
Aa
Aa

სკანდალი მილანში - კონსეისაუს პრეს-მდივანი გადადგა

„მილანის“ გარშემო იტალიურ სპორტულ პრესაში სერიოზული სკანდალი აგორდა, რასაც ლომბარდიული გრანდის მთავარი მწვრთნელის, სერჟიო კონსეისაუს პრეს-მდივანის ფრანსისკუ ემპიშის პოსტი შეიწირა. გუშინ, ემპიშმა ჟურნალისტებთან გაგზავნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კონსეისაუ უკმაყოფილო იყო გუნდის ბაზის მდგომარეობითა და იმ სავარჯიშო მეთოდიკით, რომლითაც ფეხბურთელებს მისი წინამორბედი და თანამემამულე პაულუ ფონსეკა ამზადებდა. ასევე ინფორმაციაში მითითებული იყო ის ფაქტიც, რომ ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება იგეგმება და ამაში მთავარ მწვრთნელს კლუბის ხელმძღვანელების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა გააჩნია.

ბუნებრივია, სხვადასხვა გამოცემებში ასეთი ცნობების გამოქვეყნების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობა თითოეული ვებ-გვერდის რედაქტორს დაუკავშირდა იმის გასაგებად, თუ საიდან ჰქონდათ მსგავსი სახის ინფორმაციები და როდესაც დადგინდა, რომ ეს ყველაფერი კონსეისაუს პრეს-მდივნისგან მოდიოდა, ემპიშმა თანამდებობა მაშინვე დატოვა, თავად როსონერის მთავარმა მწვრთნელმა კი აბსოლუტურად ყველა ცნობას სიყალბე უწოდა.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში გამოსვლა 1/16-ფინალურ ეტაპზე დაასრულა. კოპა იტალიაზე ნახევარფინალშია გასული და ფინალის საგზურისთვის თანაქალაქელ „ინტერს“ დაუპირისპირდება, ხოლო სერია A-ში 27 ტურის შემდეგ 41 ქულით მეცხრე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონსეისაუ მილანის ფეხბურთელებს მკაცრ დიეტას დაუნიშნავს | პრობლემა ზედმეტი წონაა
კონსეისაუ მილანის ფეხბურთელებს მკაცრ დიეტას დაუნიშნავს | პრობლემა ზედმეტი წონაა