„ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ“ | თოფურიამ მახაჩევზე ისაუბრა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევთან პოტენციურ ორთაბრძოლაზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ ინტერვიუ Hard News-ს მისცა და განაცხადა, რომ საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებულია.
„მიმაჩნია, რომ ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ. ის შესანიშნავი მებრძოლია, რომელსაც ბრწყინვალე ჭიდაობა აქვს. პირადად მე, მის სტრაიკინგში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. პარტერში, კარგი მებრძოლია და მტკიცე და ძლიერი ბიჭია.
ისლამი ძალიან ძლიერია, მაგრამ ამავდროულად, წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლება გამოჩნდეს, რაც საკუთარ თავში ეჭვს შემატანინებს, რომ მისი დანოკაუტება ან საბმიშენით დამარცხება არ შემიძლია“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, „ელ მატადორმა“ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ აპირებს ისეთი რაღაცის გამოცხადებას, რასაც ვერ დავიჯერებთ. თოფურიას პოსტს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და MMA-ის გულშემატკივრები ილიას განცხადებას მოუთმენლად ელოდებიან.