ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლივერპულთან მარცხს არ ვიმსახურებდით | ენრიკე რენისთან მატჩზე ფიქრობს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პსჟ „რენის’’ ესტუმრება. მატჩამდე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.

ლუის ენრიკე: „ლივერპულთან’’ მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ბევრი ვესაუბრე, მაგრამ ახლა „რენისთან’’ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. შესანიშნავი საფეხბურთო საღამო იყო, მარცხს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ეს ფეხბურთია და შედეგის მიღება უნდა შეგეძლოს.

გადატვირთული გრაფიკია, რადგან ზოგჯერ ძალიან ხშირად ვთამაშობთ, ვარჯიშისთვის ორი დღეა, მაგრამ ეს დღეები უფრო მეტად ენერგიის აღდგენისთვის გამოიყენება. ახლა სხვა მატჩებზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ „რენისთან’’ შეხვედრაზე.

გვსურს ბურთის ფლობის უპირატესობა გვქონდეს, ბურთს მეტოქეზე ხშირად ჩვენ ვაკონტროლებდეთ. მატჩებს ხშირად ვმართავთ, განსხვავებული თამაშებია და ზოგჯერ მეტოქეები ჩვენზე მეტად მოტივირებულნი არიან’’.

ერთ-ერთი კითხვა როტაციას ეხებოდა, „ლივერპულთან’’ მატჩის შემდეგ შეცვლის თუ არა სასტარტო შემადგენლობას. ენრიკემ ამ კითხვას პასუხი არ გასცა.

„რენი'' - პსჟ-ს მატჩი ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება პსჟ-ს ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ში ექვს მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგის სამ მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია. ასევე, საფრანგეთის თასის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი პენალტი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ლივერპულთან საუკეთესო იყო, მაგრამ.. | პსჟ დიდი უპირატესობის ფონზე დამარცხდა
კვარა ლივერპულთან საუკეთესო იყო, მაგრამ.. | პსჟ დიდი უპირატესობის ფონზე დამარცხდა