ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ტრავმა მოირჩინა | ზივზივაძე ჰოფენჰაიმთან ითამაშებს

გერმანული „ჰაიდენჰაიმის’’ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა „ჰოფენჰაიმთან’’ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბუდუ ზივზივაძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება. ბუნდესლიგის გასულ ტურში ქართველი ფორვარდი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, რადგან ბარძაყის ტრავმამ შეაწუხა.

„ჰონსაკი და ბუდუ ტრავმირებულები იყვნენ. იმედი მაქვს, დღეს სავარჯიშო პროცესში სრული დატვირთვით მიიღებენ მონაწილეობას’’  - აღნიშნა შმიდტმა.

ბუნდესლიგაში „ჰაიდენჰაიმი’’ 15 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზეა. ბუდუს გუნდს 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ბოლო რვა მატჩიდან 6 დათმო, ორი ფრედ ითამაშა. მოკლედ, გუნდი კრიზისშია და ამ ეტაპზე პოზიტიური მოლოდინის შექმნა შეუძლებელია.

„კარლსრუედან'' „ჰაიდენჰაიმში'' ტრანსფერით ბუდუმ ბუნდესლიგაში თამაშის ოცნება აიხდინა, თუმცა მისი და მისი გუნდის საქმეები ცუდად მიდის, 30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგაში ცხრა მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ნეაპოლში ეს სიყვარული არ უგრძნია | ჯემაილიმ ხვიჩაზე ისაუბრა
კვარას ნეაპოლში ეს სიყვარული არ უგრძნია | ჯემაილიმ ხვიჩაზე ისაუბრა