კარაგერი: ეს მანჩესტერ იუნაიტედი ჩემს სიცოცხლეში ყველა ცუდია
„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, რომელიც საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, „მანჩესტერ იუნატედზე“ ილაპარაკა.
მისი თქმით, მოთამაშეები არც ისე კარგად რეაგირებენ რუბენ ამორიმის მეთოდზე.
„ეს ყველაზე ცუდი „მანჩესტერ იუნაიტედია“ ჩემს სიცოცხლეში. მინიმუმი, რაც ამორიმის მოსვლის მერე იყო მოსალოდნელი - გუნდი გამოიყურებოდეს ისე, რომ მას იმაზე უკეთ წვრთნიდნენ, ვიდრე ტენ ჰაგის დროს. ეს არ მოხდა. არის ერთი ფეხბურთელი მაინც, რომელიც უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ტენ ჰაგის დროს?“, - თქვა კარაგერმა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ამორიმმა „მანჩესტერის“ თავკაცის თანამდებობაზე ერიკ ტენ ჰაგი შეცვალა.
პორტუგალიელი მწვრთნელის თაოსნობით „წითელმა ეშმაკებმა“ 25 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 11 მოიგეს, 10 წააგეს და 4 ფრედ დაასრულეს. „იუნაიტედი“ ლიგის და ასოციაციის თასებს უკვე გამოეთიშა, პრემიერლიგაში კი 33 ქულით მე-14 ადგილზეა.