ლექსო ფეიქრიშვილი
Aa
Aa

შაპარენკოს შემცვლელი? Tribuna ფეიქრიშვილის ბრწყინვალე გოლზე წერს

კიევის „დინამოს’’ 19-წლამდე გუნდში ლექსო ფეიქრიშვილმა „ჩერკასის’’ ბრწყინვალე გოლი გაუტანა. ქართველი ნახევარმცველის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ძლიერი დარტყმაა, რაც ამ მომენტში კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა. 18 წლის ქართველ ტალანტს შედეგიანი სეზონი აქვს (19 მატჩში 7 გოლი). 

აღნიშნული გოლის შემდეგ უკრაინულმა Tribuna-მ ლექსოს შესახებ მცირე სტატია დაწერა შემდეგი სათაურით: „შაპარენკოს შემცვლელი? კიევის „დინამოს'' ქართველი ტალანტის ოსტატური გოლი''.

Tribuna.com: „ფეიქრიშვილმა, რომელიც შაპარენკოს პოზიციაზე თამაშობს. The Guardian-მა 2023 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოც ტალანტში შეიყვანა. ამ სეზონში 7 გოლი გაიტანა. მრავალმხრივი ნახევარმცველია. შეუძლია როგორც 6-იანზე, ასევე 8-იანზე და 10-იანზე თამაში. „დინამოში’’ უფრო მეტად სიღრმეში ათამაშებენ, მაგრამ გამთამაშებლის ფუნქციების შესრულება შეუძლია’’.

ლექსოს გოლი

გეტყვით რომ კიევის „დინამოს'' ერთ-ერთმა ლიდერმა მიკოლა შაპარენკომ სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა კიევის „დინამო’’ დატოვოს. ამ თემაზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად იწერებოდა.

შეგახსენებთ, 2024 წლის ზაფხულში ფეიქრიშვილი თბილისის „დინამოდან'' კიევის „დინამოში'' გადავიდა და ყველაზე ტიტულიან უკრაინულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ სეზონში ლექსო „დინამოს'' 19-წლამდე გუნდში თამაშობს, თუმცა შემდეგ სეზონში 19-წლამდე გუნდში თამაში აღარ მოუწევს. სავარაუდოდ, პირველ გუნდში დააწინაურებენ ან გაანათხოვრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოჩოლეიშვილის შეცდომას გოლი მოჰყვა | ჩელსიმ კოპენჰაგენს სტუმრად მოუგო
გოჩოლეიშვილის შეცდომას გოლი მოჰყვა | ჩელსიმ კოპენჰაგენს სტუმრად მოუგო