მესიმ ზედიზედ 2 მატჩი გამოტოვა
ლიონელ მესიმ ზედიზედ 2 მატჩი გამოტოვა. მიზეზი კუნთების გადატვირთვაა. ამის შესახებ Deporte Total USA წერს.
„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელი „კავალიერთან“ მატჩის განაცხადში არ მოხვდა. 37 წლის არგენტინელმა ასევე გამოტოვა „ჰიუსტონ დინამოსთან“ შეხვედრა.
როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ მასკერანომ განაცხადა, ის ექიმის რეკომენდაციებს იცავს.
შეგახსენებთ, რომ მესიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 3 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.