პეტი: თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად კარგია პსჟ! უბრალოდ ალისონი...
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ემანუელ პეტიმ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ პარიზელთა მარცხზე ისაუბრა.
„ალისონი! მისი შესრულება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, სულ ეს არის. მას ცეცხლი ეკიდა. რომ არა ეს საოცარი სეივები... მე არასოდეს მინახავს ლივერპული ვინმეს ასეთ დღეში ჩაეგდოს, როგორც ეს პარიზელებმა გააკეთეს.
ასე გეტყვით - თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენად კარგია ლუის ენრიკეს წლევანდელი პსჟ.
ყოველ შაბათ-კვირას ვუყურებ პრემიერ ლიგაში ლივერპულის მატჩებს. ალისონს რომ საშუალო დონეზე ეთამაშა, ოთხ გოლს გაუშვებდნენ. ისინი პანიკაში არ იყვნენ, მაგრამ ალისონის გარეშე ასე არ იქნებოდა. მან ბრწყინვალედ ითამაშა“,
- განუცხადა RMC Sport-ს ემანუელ პეტიმ.
ცნობისთვის, პსჟ-მ „ლივერპულის“ კარისკენ ჯამში 29-ჯერ დაარტყა, აქედან ზუსტი 9 იყო და ალისონმა ყველა მათგანი მოიგერია.