ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა მარცხენა ფლანგზე | LEquipe-ის რჩევები ლივერპულთან საპასუხო მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „ლივერპული“ გახლავთ. „პარკ დე პრენსზე“ გამართული შეხვედრა „წითლებმა“ 1:0 მოიგეს და საპასუხო მატჩის წინ, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა დაასახელა ცვლილებები, რაც ლუის ენრიკეს მეოთხედფინალში გასასვლელად დაეხმარება. ერთ-ერთი „კვარას“ უკავშირდება და L’Equipe-ის აზრით, ქართველმა გარემარბმა მარცხენა ფლანგზე უნდა ითამაშოს.

„კარის წინ უფრო ეფექტურ თამაშზე საუბრისას, ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვა ჩნდება. მართალია, ლივერპულთან გაუქმებული გოლი მარჯვენა ფლანგიდან გაიტანა, მაგრამ თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე უფრო მოწადინებული და შთაგონებული ჩანდა. სწორედ ამ პოზიციაზე მოატყუა ალექსანდერ-არნოლდი და გრავენბერხი და მოგვიანებით, სახიფათო საჯარიმო გამოიმუშავა.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ნეაპოლში მარცხენა გარემარბი იყო, ამ პოზიციაზე თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. ხვიჩა ამას არც მალავს კიდეც და მეორე ნახევარში, ლუის ენრიკემ ეს როლი მიანიჭა. ესპანელმა სპეციალისტმა ბრედლი ბარკოლა ცენტრში, უსმან დემბელე კი მარჯვნივ გადაიყვანა. ამ ფორმულამ თავისი ლიმიტები აჩვენა და პსჟ-ს გამოსავალი უდავოდ, ამ ტრიოს მანევრირებას უკავშირდება“, - წერს ფრანგული გამოცემა.

კვარაცხელიას პოზიციის გარდა, L’Equipe-ის აზრით, დეზირე დუემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს, ლუის ენრიკემ ცვლილებები უფრო სწრაფად გააკეთოს და ჯანლუიჯი დონარუმასთვის კონკურენციის გაჩენაც არ იქნებოდა ცუდი იდეა. გეტყვით იმასაც, რომ საპასუხო შეხვედრა 11 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ იყიდეს მამარდაშვილი | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის მოსაზრება
რატომ იყიდეს მამარდაშვილი | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის მოსაზრება