კაპელო: რონალდუ ცოტას აჭარბებს, გეტყვით ყველა დროის საუკეთესოები ვინ არიან
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებზე ისაუბრა და თავისი ვერსიით სამეული დაასახელა.
როგორც აღმოჩნდა, იტალიელი მაესტრო კრიშტიანუ რონალდუს არ ეთანხმება, რომელიც თავს ყველა დროის უდიდესად თვლის. კაპელომ „რონი“ სამეულს მიღმა დატოვა.
- ერთ-ერთ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ თავს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. მინდა ვიცოდე რას ფიქრობთ ამაზე?
„როცა ამას ვინმე ამბობს, ის საკუთარ შეფასებას ეყრდნობა, სხვებს არ უსმენს და მგონი, ცოტას აჭარბებს. მოკლედ, მოსწავლესაც და მასწავლებელსაც ერთდროულად თამაშობს. ასე არ არის?
კრიშტიანუ დიდი ფეხბურთელია, რომელმაც საკუთარი სურვილი, ნებისყოფა გამოიჩინა. მაგრამ როცა ფენომენებზე ვსაუბრობ, მესის ვასახელებ, პელეს, მარადონას ვასახელებ და მათ გვერდით ვაყენებ „მსუქან“ რონალდოს, „ფენომენს". ის მათზე დაბალი მხოლოდ თმა აქვს“.
- განაცხადა კაპელომ.