კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა: გოლი 95-ე წუთზე - დინამომ სამგურალი დაამარცხა
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ დღეს მე-2 ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა. ყველაზე დაძაბული ბრძოლა თბილისში ვიხილეთ, სადაც „დინამომ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. კუთხურის შემდეგ, სტუმრების საჯარიმოში ვითარება დაიძაბა და დაცვის ხაზი აირია. ნოდარ ლომინაძემ ჭკვიანურად ითამაშა და საბოლოოდ, გოლის ავტორი ირაკლი იაკობაძე გახდა.
მე-14 წუთზე დავით მუჯირს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა პენალტი გააცუდა, „სამგურალმა“ დამატებაზე მაინც გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა იყო.
მეორე ტაიმში სტუმრებმა ანგარიში მაინც გაათანაბრეს. მე-60 წუთზე „სამგურალმა“ მეორე პენალტის შესრულების უფლება მიიღო, რომელიც ზუსტად ლუკა ხორხელმა შეასრულა.
მატჩის კულმინაცია 95-ე წუთზე შედგა, როდესაც ნიკა ნინუამ საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და „დინამოს“ სამი ქულა მოუტანა.
რაც შეეხება დარჩენილ ორ შეხვედრას, ორივეში უგოლო ფრე ვიხილეთ
გარეჯი 0:0 ბათუმის დინამო
გაგრა 0:0 დილა