64-გუნდიანი მუნდიალი 2030 წელს? | FIFA ცვლილებაზე ფიქრობს
2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს რამდენიმე მასპინძელი ჰყავს და მატჩები მაროკოში, ესპანეთში, პორტუგალიაში, არგენტინაში, პარაგვაისა და ურუგვაიში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება ვარიანტი, რომ 2030 წლის მუნდიალზე მონაწილეობა 64-მა ნაკრებმა მიიღოს.
5 მარტს, FIFA-ს საბჭოს შეხვედრა გაიმართა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, ერთ-ერთმა წევრმა ფორმატის ცვლილების იდეა წამოაყენა, რათა FIFA-მ პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან 100 წლის გასვლა სიმბოლურად აღნიშნოს.
Reuters-ის ცნობით, მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაცია ვალდებულია, საბჭოს ნებისმიერი წევრის მიერ წამოყენებული შეთავაზების ანალიზი მოახდინოს. The New York Times-ის მიხედვით, აღნიშნულ ინიციატივას „გაოცებისგან გამოწვეული სიჩუმე“ მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოება უკვე მოხდა და მომდევნო მუნდიალზე 32-ის ნაცვლად, 48 ნაკრები იასპარეზებს. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ უცხოური გამოცემები