გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

რა შანსი აქვს მიქაუტაძის ლიონს | Opta-მ ევროპა ლიგის ფავორიტები დაასახელა

სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტები დაასახელა. პირველ ადგილს „ლაციო“ იკავებს. Opta-ს მიხედვით, „არწივებს“ საჩემპიონო თასის აღმართვის 19.1-პროცენტიანი შანსი აქვთ.

მეორე ადგილზე „ტოტენჰემია“ – 14.5 პროცენტი, მესამეზე კი „ბილბაოს“ ვხედავთ - 13.5 პროცენტი. ბასკებს „რომა“ (8 პროცენტი) და „მანჩესტერ იუნაიტედი (7.4 პროცენტი) მოჰყვებიან, მათ შემდეგ კი გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ მოდის - 6.3 პროცენტი.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი მერვედფინალში „სტიაუას“ ხვდება. Opta-ს მიხედვით, ფრანგებს მეოთხედფინალში გასვლის 71.2-პროცენტიანი შანსი აქვთ. იმის ალბათობა, რომ „ლიონი“ ნახევარფინალში გავა, 33.1 პროცენტია, ფინალში - 14.2 პროცენტი.

შეგახსენებთ, რომ „ლიონისა“ და „სტიაუას“ პირველი შეხვედრა რუმინეთში გაიმართება და რამდენიმე წუთში დაიწყება. განმეორებითი თამაში ერთი კვირის შემდეგ არის ჩანიშნული და ფრანგები საკუთარ კედლებში იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველმა ლივერპულის მცველები ბავშვებს დაამსგავსა“ - ფრანგული მედიის შეფასება
„ქართველმა ლივერპულის მცველები ბავშვებს დაამსგავსა“ - ფრანგული მედიის შეფასება