ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კაპელო
Aa
Aa

„ძალიან მომეწონა, ნაპოლის პირველი სეზონის კვარა გამახსენდა“ - კაპელო ხვიჩაზე

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ Sky Sport-ის ეთერში ჩემპიონთა ლიგის მატჩების ანალიზის დროს ხვიჩა კვარაცხელია ახსენა.

კაპელოს თქმით, „ლივერპულთან“ შეხვედრაში მას „ნაპოლის“ სადებიუტო სეზონში მოთამაშე ხვიჩა გაახსენდა.

ეთერი ძირითადად იტალიური გუნდების კრიტიკას დაეთმო, თუ რატომ არ არიან სხვები „ინტერის“ დონეზე.

კაპელოსთან ერთად ანალიზი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომაც გააკეთა.

პაოლო კონდო:

„რაც ინტერმა ფეიენოორდთან გააკეთა, ეს იყო მატჩი ქირურგიული სიზუსტით. შეცდომები მინიმუმამდე გახლდათ დაყვანილი და დიდი სიფრთხილე ვიხილეთ. ინტერმა გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა. ის, რაც ამბიციურმა გუნდმა უნდა გააკეთოს - წადი, ითამაშე და მოიგე. მაგალითად, როგორც არსენალმა ითამაშა. სწორედ ეს სხვაობაა სიმონე ინძაგისა და სხვა იტალიურ გუნდებს შორის.

ეს არის გუნდი, რომელიც წლებია ერთადაა. მათ იციან თავიანთი საქმე. ეს გახლავთ ერთიანი ორგანიზმი, შეთამაშებული კოლექტივი“.

ფაბიო კაპელო:

„დიახ, გეთანხმები. ინტერი ბურთსაც აკონტროლებდა და მათ მეტოქეს თავისი გეგმის შესრულების საშუალება არ მისცეს. ინძაგის გუნდი კარგად იყო განლაგებული და სივრცეებს არ ტოვებდა. ეს ჭკვიანური თამაში იყო.

ასევე პსჟ ლივერპულს ვუყურე და ერთი რამ მინდა ვთქვა. დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ძალიან მომეწონა. ვუყურებდი და მის მიერ ჩატარებული პირველი ნეაპოლური სეზონი მახსენდებოდა“.

- განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ლივერპულის“ განმეორებითი მატჩი ერთ კვირაში (სამშაბათს 23:55-ზე) „ენფილდზე“ გაიმართება.

კვარას საუკეთესო მომენტები VS ლივერპული

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ იყიდეს მამარდაშვილი | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის მოსაზრება
რატომ იყიდეს მამარდაშვილი | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის მოსაზრება