ილია თოფურია, რაფაელ ფიზიევი
Aa
Aa

„კიდევ ერთი ვარსკვლავი მსუბუქ წონაში“ | ფიზიევმა ილია თოფურიაზე ილაპარაკა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, რაფაელ ფიზიევი ილია თოფურიას გადაწყეტილებას გამოეხმაურა. „ელ მატადორმა“ წონითი დივიზიონი შეიცვალა და ფიზიევის თქმით, მსუბუქ წონაში კიდევ ერთი ვარსკვლავი ყველასთვის კარგია.

„ჩვენი დივიზიონი ყველაზე სახიფათო და კონკურენტულია. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან სახიფათო მებრძოლს დაინახავ და კიდევ ერთი ვარსკვლავი, ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება. ილიასთან ჩხუბი? როცა ორი სტრაიკერი ხვდება ერთმანეთს, ეს ყოველთვის საინტერესოა“.

ცნობისთვის, ფიზიევს 15 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 12 გამარჯვება და 3 მარცხია. იგი მომდევნო ჩხუბს UFC 313-ზე გამართავს და ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება, რომელთანაც 2023 წლის მარტში, მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, შემდეგ კი მატეუშ გამროტთან წააგო.

ილიას რაც შეეხება, მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია და დენა უაითის თქმით, ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა. „ელ მატადორის“ წარმომადგენლების განცხადებით, მოქმედი ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი მასთან ორთაბრძოალს დათანხმდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეკუ ნეიმარზე - „ახლა სანტოსი მისთვის საუკეთესო ვარიანტია“
დეკუ ნეიმარზე - „ახლა სანტოსი მისთვის საუკეთესო ვარიანტია“