მორიგი ოქრო ევროპის ჩემპიონატზე - აბრამიშვილი ჩემპიონია
მარიამ აბრამიშვილმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა. ხორვატიის ქალაქ ოსიეკში გამართული შეჯიბრების ინდივიდუალური ჩათვლის ფინალში ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ბელარუს მოწინააღმდეგეს აჯობა. ალექსანდრა პიატკოვამ, რომელიც ნეიტრალური ათლეტის სტატუსით გამოდიოდა, აბრამიშვილს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში 14:15 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ აბრამიშვილმა ჩვენი ქვეყნის დელეგაციას სამი ოქროს მედალი მოუტანა, რითაც მარიამ ფროდიაშვილის მიერ შარშანდელ კონტინენტის პირველობაზე დაფიქსირებული მიღწევა გაიმეორა. მარიამმა ინდივიდუალური ჩათვლის გარდა, საუკეთესო შედეგი გუნდურ ჩათვლასა და ტრიო გუნდურში აჩვენა.
კიდევ ორი ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქვეყანას ჯერ ვაჟ ტყვიის მსროლელთა გუნდმა (გიორგი მუმლაძე, იოანე ხვარეშია, შოთა სუმბაძე), ხოლო შემდეგ გოგონათა ნაკრებმა (მარიამ აბრამიშვილი, მარიამ მარშავა, მარიამ ფროდიაშვილი) მოუპოვა.