მენეჯერის თქმით, ვლადიმირ კლიჩკოს საჩემპიონო ბრძოლა სურს
ლეგენდარული მოკრივის, ვლადიმირ კლიჩკოს მენეჯერმა, ტომ ლეფლერმა დაადასტურა გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ უკრაინელს პროფესიონალურ რინგზე დაბრუნება სურს.
მისი თქმით, 48 წლის კლიჩკოს საჩემპიონო ბრძოლის ჩატარება სურს.
„ვლადიმირი ისტორიული ფიგურაა. არ მინდა მისი სახელით ვისპეკულირო, მაგრამ რამდენადაც ვხვდები, მას ტიტულისთვის ბრძოლა სურს. ყოველ ჯერზე, როცა მე მას ვხვდები, ის შესანიშნავ ფორმაშია. ვლადიმირს ბევრი არაჩვეულებრივი ვარიანტი აქვს: რევანში ენტონი ჯოშუასთან და ტაისონ ფიურისთან, აგრეთვე ჩხუბი დანიელ დუბუასთან, გადაწყვეტილება კლიჩკომ უნდა მიიღოს“, - თქვა ლეფლერმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ კლიჩკომ ბოლო ბრძოლა 2017 წლის 29 აპრილს გამართა. უკრაინელი მოკრივე ენტონი ჯოშუასთან ნოკაუტით დამარცხდა, რის შემდეგაც მან კარიერა ოფიციალურად დაასრულა