დროა ამაზე კამათი შეწყდეს - ეი სმიტი ლებრონი VS ჯორდანზე
რაც უფრო მეტ რეკორდებს ამყარებს ლებრონ ჯეიმსი, მით მეტი ადამიანი საუბრობს მასსა და მაიკლ ჯორდანს შორის უძლიერესზე. თუმცა, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, ამ თემაზეც ვერავინ თანხმდება. ცნობილ სატელევიზიო წამყვანს სტივენ ეი სმიტს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა სპეციალური გადაცემა გაკეთებული, სადაც მან ჯეიმსის ლეგენდარულ მიღწევასა და 50 ათას ქულაზე ისაუბრა, ბოლოს კი „ლეიკერსის“ ლიდერი მაიკლ ჯორდანსაც შეადარა:
„დროა ამაზე კამათი შეწყდეს - ვინც კარგად მიცნობს, მშვენივრად მოეხსენება, რომ ჩემს სიცოცხლეში მაიკლ ჯორდანზე წინ არც ერთი კალათბურთელი არ დამიყენებია. თუ შეიძლება ასე ითქვას, ლებრონი გრძელ დისტანციაზე საუკეთესოა და ამდენი წელი ასეთი სტაბილური ჯორდანი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, თუ ამ ორ მოთამაშეს ფორმის პიკზე მყოფებს შევადარებთ, მაშინ მაიკლს ლებრონი ნამდვილად ვერ აღემატება“.
შეგახსენებთ, რომ ლებრონ ჯეიმსს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 4-ჯერ (2012, 2013, 2016, 2020) და ამდენჯერვე ფინალის MVP-ის პრიზი მიიღო. რაც შეეხება მაიკლ ჯორდანს, მის ანგარიშზე NBA-ს ჩემპიონის 6 ტიტულია და ფინალის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეც ამდენჯერვე გახდა.