კლოპმა ლაიფციგის მწვრთნელად ტენ ჰაგის დანიშვნა დაბლოკა - Sky Sport
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი შესაძლებელი იყო, რომ „ლაიფციგის“ თავკაცი გამხდარიყო. ამის შესახებ Sky Sports-ი წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, 55 წლის ნიდერლანდელის კანდიდატურას გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა განიხილავდა, რომელმაც შესაძლოა ამჟამინდელი მთავარი სპეციალისტი, მარკო როზე დაითხოვოს.
Sky Sports-ი იუწყება, რომ ტენ ჰაგის დანიშვნა იურგენ კლოპმა დაბლოკა, რომელიც გასული წლის ბოლოდან Red Bull-ში ფეხბურთის განვითარების დირექტორია.
ენერგეტიკული სასმელების ბრენდი Red Bull-ი ისეთ კლუბებს ფლობს, როგორებიცაა „ლაიფციგი“, „ზალცბურგი“ და „ნიუ-იორკ რედ ბულსი“.
შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ გასული წლის ოქტომბერში დატოვა. მანამდე ის „აიაქსს“და „უტრეხტს“ წვრთნიდა.