ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„ალბათ, ცხოვრებაში საუკეთესო მატჩი მქონდა“ - ალისონი

„ლივერპულის“ ბრაზილიელმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი შეაფასა.

„ალბათ, ცხოვრებაში საუკეთესო მატჩი მქონდა. მწვრთნელი გვაფრთხილებდა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ თამაში რთული იქნებოდა, რომ ისინი კარგად ფლობენ ბურთს და რომ ჩვენ მზად უნდა ვყოფილიყავით უბურთოდ თამაშისთვის. ვიცოდით, რაც გველოდებოდა“.

მერსისაიდელების მეკარის თამაში გამარჯვების გოლის ავტორმა, ჰარვი ელიოტმაც შეაფასა:

„წარმოუდგენელია, ის მსოფლიოში საუკეთესოა. ამას ყოველ მატჩში ამტკიცებს. ჩვენი გადამრჩენელია. არ ვიცი, სად ვიქნებოდით ახლა, რომ არა ალისონი“.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში პსჟ-ს 27 დარტყმა ჰქონდა, ალისონი კი 9 მოგერიებით მატჩის MVP-დ დასახელდა. ერთადერთი დარტყმა, რომელსაც ალისონმა ვერაფერი მოუხერხა, ხვიჩა კვარაცხელიას ეკუთვნოდა, თუმცა ამ შემთხვევაში საქმეში ვიდეორეფერი ჩაერთო და გოლი თამაშგარეს გამო გააუქმა.

ცნობისთვის, „ლივერპულმა“ „პარკ დე პრენსზე“ ჰარვი ელიოტის გოლით პარიზული კლუბი დაამარცხა. საპასუხო მატჩი 11 მარტს „ენფილდზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: პსჟ ლივერპულზე გაცილებით უკეთესი იყო, დიდი უსამართლობაა
ენრიკე: პსჟ ლივერპულზე გაცილებით უკეთესი იყო, დიდი უსამართლობაა