გიორგი მიქაუტაძე, პაულო ფონსეკა
Aa
Aa

ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია - მიქაუტაძის მწვრთნელი მკაცრად დასაჯეს

„ლიონის“ მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა „ბრესტთან“ მატჩის დროს მთავარ მსაჯთან, ბენუა მიიოსთან კამათის გამო 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ასეთი გადაწყვეტილება საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო, იტყობინება RMC Sport-ი.

 

მატჩის შემდეგ ფონსეკამ ბენუა მიიოს და მის ბრიგადას ბოდიში მოუხადა, თუმცა სასჯელს თავი მაინც ვერ აარიდა.

სადისციპლინო კომიტეტის მიერ დაკისრებული სასჯელი ორი ნაწილისგან შედგება. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე ფონსეკას ეკრძალება მატჩამდე, მატჩის დროს და მის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე, გუნდების და მსაჯთა გასახდელებში, მოედნის მახლობლად ყოფნა და ყველა სხვა ოფიციალური უფლებამოსილების შესრულება.

15 სექტემბრიდან ფონსეკა თავისი გუნდის გასახდელში წვდომას მიიღებს, თუმცა დანარჩენი შეზღუდვები მხოლოდ 30 ნოემბერს მოიხსნება.

აღსანიშნავია, რომ ფონსეკამ „ლიონი“ მხოლოდ 31 იანვარს ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გიორგი მიქაუტაძის გუნდმა მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა (3 მოგება, 2 მარცხი).

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა „ლიონიც“ - კლუბი დისკვალიფიკაციის გასაჩივრებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია: “დღეს გამარჯვებას ვიმსახურებდით“
კვარაცხელია: “დღეს გამარჯვებას ვიმსახურებდით“