არნე სლოტი
Aa
Aa

სლოტი: დღეს პსჟ ბევრად უკეთესი იყო

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „პარი სენ ჟერმენმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა თავისი გუნდისა და მეტოქის თამაში შეაფასა.

„ფრეც რომ გვეთამაშა, მაინც იღბლიანები ვიქნებოდით. დღეს პსჟ ბევრად უკეთესი იყო. პირველ ტაიმში მათ ბევრი მომენტი ჰქონდათ, მეორე ნახევარშიც ისინი იყვნენ უკეთესები. დღეს კიდევ ერთხელ დავინახე, რამდენად ხარისხიანია პსჟ. ლუის ენრიკემ აქ დაუჯერებელი გუნდი შექმნა“, - თქვა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ალისონ ბეკერის კარი დიდებული დარტყმით აიღო, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 11 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Leparisien: ამ მომენტმა ხვიჩას უმაღლესი დონის ნიჭს გაუსვა ხაზი
Leparisien: ამ მომენტმა ხვიჩას უმაღლესი დონის ნიჭს გაუსვა ხაზი