Leparisien: ამ მომენტმა ხვიჩას უმაღლესი დონის ნიჭს გაუსვა ხაზი
პსჟ „ლივერპულის“ მერვედფინალური მატჩის შემდეგ, ფრანგული პრესა ლუის ენრიკეს გუნდის დასანან მარცხს აფასებს.
ფრანგულმა Leparisien-მა მატჩის შემდეგ, დაფიქსირებული სცენარი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას მაღალი კლასი ცალკე გამოყო.
„ალისონმა თავის მონაგარს რამდენიმე სეივი კიდევ დაამატა, რაც მის ადგილს მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ხუთეულში გარანტირებულს ხდის.
სანამ საქმეში ვიდეო რეფერი ჩაერთვებოდა, ხვიჩა კვარაცხელიას ეგონა, რომ გაიტანა, მაგრამ ამ რობოტული ფეხბურთის გამო, 2-3 სანტიმეტრისთვის, რაც არასდროს ყოფილა თამაშგარე მდგომარეობის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი.
ხვიჩას თამაშის წესები არ დაურღვევია, მან თავისი სუსტი ფეხით ისეთი დონის დარტყმა შეასრულა, რაც მხოლოდ ქართველი შემტევის უმაღლესი დონის ნიჭს უსვამს ხაზს“.
- წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი დაპირისპირება ზუსტად ერთ კვირაში „ენფილდზე“ გაიმართება. არნე სლოტის გუნდი უკვე უპირობო ფავორიტის სტატუსით არის.