ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: პსჟ ლივერპულზე გაცილებით უკეთესი იყო, დიდი უსამართლობაა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „პარი სენ ჟერმენმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა. ლუის ენრიკე მიიჩნევს, რომ ეს დამარცხება დიდი უსამართლობა იყო.

„შესაძლოა, ეს ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი ყველაზე სრულფასოვანი მატჩი იყო. მათი საუკეთესო მოთამაშე მეკარე გახდა. მე ვამაყობ ჩემი გუნდით, თუმცა ფეხბურთი უსამართლოა. საპასუხო მატჩზე დავფიქრდებით. გვიჭირს თუ არა დიდ გუნდებთან თამაში? ჩვენ „ლივერპულზე“ გაცილებით უკეთესები ვიყავით, თუმცა მათ გაიმარჯვეს. კიდევ 1 თამაში დაგვრჩა. ვარ თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი? რა თქმა უნდა“. - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა Canal+-თან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ალისონ ბეკერის კარი დიდებული დარტყმით აიღო, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 11 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საუკეთესო - რა შეფასებები მიიღო ხვიჩამ მატჩის შემდეგ
ერთ-ერთი საუკეთესო - რა შეფასებები მიიღო ხვიჩამ მატჩის შემდეგ