ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ერთ-ერთი საუკეთესო - რა შეფასებები მიიღო ხვიჩამ მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა პსჟ-სა და „ლივერპულს“ შორის დრამატული გამოდგა, რომელიც დასანანი შედეგით დასრულდა და პარიზელებმა შინ 0:1 დათმეს.

პსჟ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და ლოგიკურად ანგარიშში უნდა დაწინაურებულიყვნენ კიდეც, თუმცა „მერსისაიდელებმა“ კლასის ხარჯზე თამაშის მოგება შეძლეს.

რაც შეეხება კვარას, პარიზელთა რიგებში საუკეთესო იყო. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა ულამაზესი გოლიც გაიტანა, მაგრამ ვიდეორ ეფერიმ თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.

ხვიჩამ შეფასებებშიც ერთ-ერთი საუკეთესო ქულები დაიმსახურა:

Sofascore: 8.7

Whoscored: 7.2

Flashscore: 8.5

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ UEFA-ს ვერსიით ალისონი დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში „ენფილდზე“ ჩატარდება. არნე სლოტის გუნდი უკვე უპირობო ფავორიტად ითვლება.

კვარას ყველა მომენტი VS ლივერპული

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ლივერპულთან საუკეთესო იყო, მაგრამ.. | პსჟ დიდი უპირატესობის ფონზე დამარცხდა
კვარა ლივერპულთან საუკეთესო იყო, მაგრამ.. | პსჟ დიდი უპირატესობის ფონზე დამარცხდა