კვარაცხელია: “დღეს გამარჯვებას ვიმსახურებდით“
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარი სენ ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და უდიდესი უპირატესობის ფონზე 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია Canal + ესაუბრა.
ხვიჩა კვარაცხელია:
„გოლის გაუქმების გამო, რა თქმა უნდა, სევდიანი ვიყავი, მაგრამ ეს ფეხბურთია. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და კარგი შედეგი, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის აუცილებლად მოვა.
ლივერპულთან ენფილდზე რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ვკონცენტრირდეთ. იგივე ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და გოლი გავიტანოთ.
დღეს გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა. დღეს უკეთესს ვიმსახურებდით. ვაჩვენეთ, რომ უკეთესი გუნდი ვიყავით. გამარჯვება დავიმსახურეთ. წინ საპასუხო მატჩი გვაქვს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ალისონ ბეკერის კარი დიდებული დარტყმით აიღო, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 11 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.
კვარას მომენტები VS ლივერპული