ლივერპული, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა ლივერპულთან საუკეთესო იყო, მაგრამ.. | პსჟ დიდი უპირატესობის ფონზე დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარი სენ ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და უდიდესი უპირატესობის ფონზე დამარცხდა.

მთელი მატჩის განმავლობაში ფრანგები დომინირებდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდათ. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პარიზელთა მხრიდან საუკეთესო იყო.

ქართველმა ფეხბურთელმა პირველ ტაიმში საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

ჯვაროსნების სუპერვარსკვლავს გოლის გატანის კიდევ 3 შანსი ჰქონდა, თუმცა სამივე შემთხვევაში ალისონმა აჯობა და მისი დარტყმები მოიგერია. ლუის ენრიკემ კვარაცხელია 78-ე წუთზე შეცვალა.

მატჩის 87-ე წუთზე, ლუის ენრიკეს გუნდი უამრავი გამოუყენებელი მომენტის გამო დაისაჯა. ჰარვი ელიოტმა ლივერპული დააწინაურა და მატჩის საბოლოო შედეგი 1:0 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 11 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.

კვარას მომენტები VS ლივერპული

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„პროვოკაციული ფოტოები გავრცელდა, არასწორი რაკურსია“ - FIFA-ს არბიტრი ბრაჰიმის გოლზე
„პროვოკაციული ფოტოები გავრცელდა, არასწორი რაკურსია“ - FIFA-ს არბიტრი ბრაჰიმის გოლზე