როდის იჩუბებს ჯონ ჯონსი - დენა უაითის პასუხი
UFC-ს პრეზიდენტმა, დენა უაითმა ჯონ ჯონსზე ილაპარაკა. მან უპასუხა კითხვას, თუ როდის იჩხუბებს მძიმე წონის დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, ჯონ ჯონსი.
„ამ ზაფხულს“, - თქვა უაითმა ESPN-ის ეთერში უაითმა.
შეგახსენებთ, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა.
ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა. ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.