ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

ანკალაევმა აღიარა, რომ რამადანის მარხვა დაარღვია

UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლმა, მაგომედ ანკალაევმა, რომელიც რამდენიმე დღეში ალექს პერეირასთან იჩხუბებს, აღიარა, რომ რამადანის მარხვა დაარღვია.

მისი განმარტებით, ამის მიზეზი ბრძოლისთვის მომზადებაა.

„მე მკაცრად ვიცავ მარხვას, თუმცა ამ კვირაში მიწევს რომ დავარღვიო, რადგან წონაში დასაკლებად წყლის დალევა აუცილებელია. რა თქმა უნდა, ჩხუბის შემდეგ ისევ დავიცავ რელიგიის წესებს“, - თქვა ანკალაევმა AgFight-თან ინტერვიუში.

მანამდე პერეირამ მეტოქე ტყუილში დაადანაშაულა. ბრაზილიელი მებრძოლის თქმით, ანკალაევი რამადანს თავის სამართლებლად იყენებს იმ შემთხვევისთვის, თუ წააგებს.

შეგახსენებთ, რომ „პოატანისა“ და ანკალაევის ორთაბრძოლა თბილისის დროით, 9 მარტს გაიმართება. ბუკმეკერები ორივე მებრძოლს თითქმის თანაბარ კოეფიციენტებს აძლევენ და ბრაზილიელი მცირე ფავორიტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო გვიყვარს, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ“ | მოვსარ ევლოევი
„საქართველო გვიყვარს, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ“ | მოვსარ ევლოევი