ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„არ მარხულობს“ - პერეირა ანკალაევს ტყუილში ადანაშაულებს

UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექს პერეირამ, რომელიც ქამარს მაგომედ ანკალაევის წინააღმდეგ დაიცავს, მეტოქე ტყუილში დაადანაშაულა.

ბრაზილიელი მებრძოლის თქმით, ანკალაევი რამადანს თავის სამართლებლად იყენებს იმ შემთხვევისთვის, თუ წააგებს.

„დღეს ჩემი ლანჩ ბოქსებისთვის წავედი. იქ სხვა ლანჩ ბოქსებიც იყო, მზა საკვებით და მათზე ანაკალაევის სახელი და დრო ეწერა. მაგომედი არ მარხულობს. ის ადამიანებს ატყუებს და ამაზე უყვება, რომ შემდეგ თავის გასამართლებელი ჰქონდეს“, - თქვა პერეირამ.

შეგახსენებთ, რომ „პოატანისა“ და ანკალაევის ორთაბრძოლა თბილისის დროით, 9 მარტს გაიმართება. ბუკმეკერები ორივე მებრძოლს თითქმის თანაბარ კოეფიციენტებს აძლევენ და ბრაზილიელი მცირე ფავორიტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
200 000-დოლარიანი სანაძლეო | პერეირას შეთავაზება ანკალაევსა და მის მენეჯერს
200 000-დოლარიანი სანაძლეო | პერეირას შეთავაზება ანკალაევსა და მის მენეჯერს