მილანი, ტეო ერნანდესი, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

“მკვდარი წონა“ - ლეაუ და ტეო იტალიაში აღარ უყვართ

რაფაელ ლეაუს და ტეო ერნანდესს მილანში ტურბულენტური პერიოდი აქვთ. ფრანგი ფეხბურთელის გულშემატკივრებთან ამჟამინდელი ურთიერთობა ყველა დროის ყველაზე ცუდია..

იყო დრო, როდესაც ორივე მათგანმა სერია ა-ს მოგებაში დიდი როლი ითამაშეს და ქომაგების საყვარელი ფეხბურთელებიც იყვნენ, მაგრამ ახლა ასე აღარ არის..

თითქოს ეს საკმარისი არ იყო და იტალიურმა მედიამ, კონკრეტულად კი Gazzetta-მ მათ „მკვდარი წონა“ უწოდა. ეს მას შემდეგ, რაც მილანმა ლაციოსთან სერია ა-ს გასულ ტურში წააგო. ამავდროულად, აღნიშნულმა გამოცემამ ტეოს სეზონი შეაჯამა და „განადგურებული“ უწოდა.

კონსეისაუმ მილანური კარიერა კარგად დაიწყო და უკვე მეორე მატჩში გაიბრწყინა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა როსონერის სუპერ თასის ფინალი ინტერის წინააღმდეგ მოაგებინა. ბევრი პოზიტივი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი გაუარესდა..

წინა თვეში მილანმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ფეიენოორდთან დაასრულა. ვარდნა სერია ა-შიც გაგრძელდა, რამაც კონსეისაუს პოსტს საფრთხე შეუქმნა..

ლაციოსთან უმძიმესი მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, ერნანდესი კუთხურს აწვდიდა, რა დროსაც როსონერის გულშემატკივრებმა მას დაუსტვინეს. ეს ცხადჰყოფს, რომ მათ ტეო დიდად აღარ უყვართ..

საშინაო მარცხის შემდეგ, რაფაელ ლეაუმ ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა სთორი, რომელშიც ის წერს: „ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ..“

დიდი ხანია ლეაუს და ტეოს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი შეჩერებულია, რადგან მან გადაჭარბებული ხელფასი მოითხოვა. იტალიური მედია ვარაუდობს, რომ მილანი მას მიმდინარე წლის ზაფხულში გაუშვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერნანდესი 2026 წელს სრულიად უფასოდ წავა.

ლეაუს სახელს ხშირად უკავშირებენ ბარსელონას და შეიძლება მილანი მასაც შეელიოს. ამის სანაცვლოდ იყო ჟოაუ ფელიქსს ჩელსიდან გამოისყიდის.

დღევანდელი მდგომარეობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მილანი სერია ა-ს ოთხეულში მოახერხებს შესვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავლენ. ევროპის უმაღლეს საკლუბო შეჯიბრში ჩართვის ფინანსური სარგებელიც გაქრება, მაგრამ, როგორც ჩანს იტალიურ გუნდს საგანგებო გეგმა აქვს. გეგმა კი ლეაუს და ტეოს გაყიდვაში მდგომარეობს..

შეგახსენებთ, რომ მილანი სერია ა-ში 27 ტურის შემდეგ, 41 ქულით მე-9 ადგილს იკავებს და მეოთხე პოზიციაზე მყოფ იუვენტუსს 11 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები