ხვიჩა კვარაცხელია, ჯანლუკა დი მარციო
Aa
Aa

„კვარას დღეს შესაძლოა ლივერპულში ეთამაშა“ - დი მარციო უცნობ დეტალებზე

დღეს, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ხვიჩა კვარაცხელიასა და „ლივერპულის“ ჩაშლილი ტრანსფერის ისტორია გაიხსენა და აქამდე უცნობ დეტალებზე დაწერა.

ბრიტანული და იტალიური პრესა ხვიჩას პსჟ-ში ტრანსფერამდე აქტიურად წერდა, რომ „ლივერპულს“ ქართველის მიმართ ინტერესი ჰქონდა. ადრე კვარა კლოპმაც შეაქო და არც არნე სლოტი ყოფილა მის მიმართ გულგრილი.

„მე ვერ ვიტყვი კვარას ყიდვა გვსურდა თუ არა, მაგრამ ის დიდებული მოთამაშეა. ძალიან მომწონდა ის ნაპოლი, რომელშიც კვარა თამაშობდა“.

- ეს სიტყვები არნე სლოტს ეკუთვნის, რომელმაც პსჟ-სთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

ახლა ვნახოთ რას წერს დი მარციო ჩაშლილ ტრანსფერზე:

„ლუის ენრიკეს ლივერპულთან მერვედფინალში წარმატების იმედი ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორიდან გამომდინარეც შეუძლია ჰქონდეს. თუმცა არის ერთი ამბავი, რომლის მიხედვითაც კვარას დღეს შესაძლოა მერსისაიდელთა შორის ეთამაშა და არა პსჟ-ში.

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, ლივერპულმა ნაპოლის მაგიდაზე 100 მილიონიანი შეთავაზება დაუდო. ეს ძალიან დიდი წინადადება იყო, მათ ქართველის შეძენა უნდოდათ. ინგლისელების განზრახვა იყო ფეხბურთელი გაეფორმებინათ და ერთი სეზონით იჯარით ნეაპოლში დაეტოვებინათ.

ნაპოლიმ ეს წინადადება არ გაითვალისწინა და სარფიან ვარიანტზე უარი თქვეს. საბოლოოდ, ქართველი ნეაპოლში დარჩა და კონტეს ხელმძღვანელობით 6 თვე ითამაშა. შემდეგ კი ზამთარში პარიზელებმა მისი საფრანგეთში წაყვანა შეძლეს. დღეს კი ხვიჩა იმ გუნდს დაუპირისპირდება, რომლის რიგებშიც შესაძლოა თავად ყოფილიყო“.

- წერს დი მარციო.

როგორც მოგეხსენებათ, თავად კონტეს სიტყვებია, რომ კვარაცხელიამ მას ზაფხულში წასვლა სთხოვა, თუმცა ანტონიომ ის დარჩენაში დაარწმუნა. პარალელურად კი „ნაპოლიმ“ „ლივერპულის“ წინადადება დაბლოკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაგვიმართლა, რომ ჩვენს გუნდშია“ | ჟოაუ ნევეშმა კვარაცხელია შეაქო
„გაგვიმართლა, რომ ჩვენს გუნდშია“ | ჟოაუ ნევეშმა კვარაცხელია შეაქო