დენა უაითი
Aa
Aa

UFC-მ და საუდის არაბეთმა კრივის ახალი ორგანიზაცია დააარსეს

კომპანია TKO Group-მა, რომელშიც UFC და WWE შედიან, საუდის არაბეთის გართობის სამმართველოსთან, კრივის ახალი პრომოუშენის შექმნის შესახებ, მრავალწლიანი შეთანხმება გააფორმა. ინფორმაციას UFC-ს პრეზიდენტი, დენა უაითი ავრცელებს.

ახალი ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში სწორედ უაითი და WWE-ს პრეზიდენტი, ნიკ ხანი იქნებიან ჩართულები.

ლიგის სახელი ჯერჯერობით არ ვრცელდება. რაც შეეხება პირველ ღონისძიებას, ის 2026 წელს გაიმართება.

„ჩვენი მოდელი იმაში მდგომარეობს, რომ გულშემატკივრებს მივცეთ ჩხუბები, რომლის ნახვაც მათ სურთ. საუკეთესოები საუკეთესოებს შეხვდებიან. მებრძოლები რეიტინგებში დაწინაურდებიან და მსოფლიო ჩემპიონები გახდებიან“, - თქვა დენა უაითმა.

View this post on Instagram

A post shared by Dana White (@danawhite)

კრივის ახალი ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს თვეებში გავრცელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლა დაასრულა და საუდის არაბეთში გაფრინდა | ელექტრიკოსის სატიტულო შანსი
ცვლა დაასრულა და საუდის არაბეთში გაფრინდა | ელექტრიკოსის სატიტულო შანსი