ატლეტიკო, დიეგო სიმეონე, ბრაჰიმ დიასი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ახლა ილაპარაკე! რატომ აღარ ლაპარაკობ“? - ბრაჰიმი სიმეონეს დაუპირისპირდა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში მადრიდის რეალმა მადრიდის ატელტიკოს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

სამეფო კლუბის მხრიდან, მეორე გოლი ბრაჰიმ დიასმა გაიტანა, რომელიც საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.

გოლის ეპიზოდში ბრაჰიმმა ყვითელი ბარათი მიიღო. ყველამ ჩათვალა, რომ მან გაფრთხილება იმის გამო დაიმსახურა, რომ გოლის გატანის შემდეგ, გულშემატკივრებთან ტრიბუნაზე გადახტა, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ, სულ სხვა ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც აღმოჩნდა, დიასმა როხიბლანკოს მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს უხეშად და დამცინავად მიმართა, რაც მსაჯმა არასპორტულ საქციელად ჩათვალა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ჩოლომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „არ მგონია, რომ რეალმა ხვალ ბრაჰიმი ათამაშოს.“

ექსპერტებმა დიასის საუბარი გაშიფრეს და აღმოჩნდა, რომ მან გოლის შემდეგ, სიმეონეს სწორედ ამ რეპლიკაზე უპასუხა: „ახლა ილაპარაკე! რატომ აღარ ლაპარაკობ?“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 12 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმას, რასაც აქ ვაშენებთ, მომავალში აუცილებლად ექნება შედეგი“ - ამორიმი
„იმას, რასაც აქ ვაშენებთ, მომავალში აუცილებლად ექნება შედეგი“ - ამორიმი