იოზუა კიმიხი
Aa
Aa

პსჟ-მ კიმიხს გადასვლა შესთავაზა

იოზუა კიმიხმა შესაძლოა კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს. ინფორმაციას Bild-ის ჟურნალისტი ავრცელებს.

კრისტიან ფალკის ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა გერმანელ ფეხბურთელს ზაფხულში გადასვლა შესთავაზა.

„ბაიერნის“ 30 წლის ნახევარმცველს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს. გერმანული კლუბი მზადაა, კიმიხს კონტრაქტი 2028 წლამდე გაუგრძელოს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანელის ყიდვა „არსენალსაც“ სურს.

მიმდინარე სეზონში, იოზუამ ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 9 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა დიდებული მოთამაშეა | არნე სლოტმა ქართველზე ისაუბრა
კვარა დიდებული მოთამაშეა | არნე სლოტმა ქართველზე ისაუბრა