ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

სუპერ ბოულის მსგავსი შოუ ფინალის შესვენებაზე | ცვლილება 2026 წლის მუნდიალზე

FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ საფეხბურთო სამყაროს ცვლილება გააცნო, რომელსაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ. ინფანტინომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მოახლოებულ მუნდიალის ფინალის პირველი ტაიმის შემდეგ, „სუპერ ბოულის“ შესვენებისას გამართული შოუს მსგავს ღონისძიებას ვიხილავთ.

„მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, დალასში გამართულ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კონვენციას დავესწარი, რომელზეც მოახლოებული მუნდიალის ამაღელვებელი გეგმები განვიხილეთ. ვადასტურებ, რომ პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენებაზე, სპეციალური შოუ გვექნება. ეს ისტორიული მომენტი იქნება და აღნიშნული შოუ იდეალურად მოერგება მსოფლიოში უდიდეს სპორტულ ღონისძიებას.

ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო კვირისას, როდესაც ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გაირკვევა, თაიმზ სკვერი მთლიანად FIFA-ს დაეთმოს. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო Coldplay-ის წარმომადგენლებს, კრის მარტინსა და ფილ ჰარვის, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ, რათა შეირჩეს იმ მუსიკოსების სია, რომლებიც შესვენებაზე გამართული შოუს დროს და თაიმზ სკვერზე იმღერებენ“.

ცნობისთვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კანადა, მექსიკა და აშშ უმასპინძლებენ. ფინალი ნიუ ჯერსიში მდებარე „ისტ რაზერფორდის“ სახელობის სტადიონზე, 19 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინდიან უელსის მასტერსზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ინდიან უელსის მასტერსზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია