საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

ვარსკვლავური შემადგენლობით! - თბილისის გრანდ სლემზე ნაკრების განაცხადი ცნობილია

21-23 მარტს, თბილისში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონაწილეობას ვარსკვლავური შემადგენლობით მიიღებს.

ცოტა ხნის წინ, ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა ოფიციალური შემადგენლობა დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

  • -60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი.
  • -66 კგ - თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე.
  • -73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.
  • -81 კგ - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმერ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი.
  • -90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი.
  • -100 კგ - ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, ისლამ წინწალაშვილი, იმედა გოგოლაძე.
  • +100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.

საქართველოს ნაკრებს მასპინძლის სტატუსის გამო ტურნირზე უფლება აქვს, რომ თითო წონაში 4 ძიუდოისტი გამოიყვანოს და ნაკრების მწვრთნელებმა ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენეს. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ტურნირზე 28-კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს. საგულისხმოა, რომ თბილისის გრანდ სლემზე მწვრთნელების გადაწყვეტილებით დაისვენებენ -60, -66 და -81 წონითი კატეგორიების ლიდერები, გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ტატო გრიგალაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრებმა მალაგას ევროპული თასი 9 მედლით დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა მალაგას ევროპული თასი 9 მედლით დაასრულა