„თუ ფიზიევს ეფექტურად მოვუგებ, მახაჩევთან ჩხუბს მოვითხოვ“ - გეიჯი
UFC-ის ამერიკელი მებრძოლი, ჯასტინ გეიჯი აცხადებს, რომ რაფაელ ფიზიევის დამარცხების შემთხვევაში ისლამ მახაჩევთან სატიტულო ჩხუბს მოითხოვს. ამის შესახებ TMZ Sports-ი იტყობინება.
„ლამაზი ფინიშით მოგება იდეალური იქნებოდა. თუ სანახაობრივად ვიჩხუბებ და მოვიგებ, ეს მომცემს შესაძლებლობას, UFC-ის ზეწოლა განვახორციელო და მახაჩევთან ჩხუბი ჩავანიშვნინო.
ეს UFC-შიც ესმით, ამიტომაც უნდა მეჩხუბა ჰუკერთან. ფიზიევი ძალიან სახიფათოა, 9 მარტს გალიაში შევალ და ჩემს მაქსიმუმს ვაჩვენებ. ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნება“.
შეგახსენებთ, რომ UFC 313-ზე გეიჯი რაფაელ ფიზიევთან იჩხუბებს, რომელმაც ტრავმირებული დენ ჰუკერი ჩაანაცვლა.
ცნობისთვის, გეიჯი მსუბუქი წონის ყოფილი დროებითი ჩემპიონია. მას MMA-ში 25 მოგება და 5 მარცხი აქვს. რაც შეეხება ფიზიევს, მას 12 მოგება და 3 მარცხი აქვს.